"კრემლით შთაგონებული კანონპროექტი" - ესა ამონარიდი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან. რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგი და უმწვავესი შეფასება ცოტა ხნის წინ გაავრცელა ვაშინგტონმა. არ წყდება საერთაშორისო რეზონანსი. რუსული კანონის შესახებ დებატებისთვის ემზადება ევროპარლამენტიც. განცხადებებში პარტნიორები ხაზს უსვამენ იმ ზიანს, რომელსაც ოცნების ინიციატივა ქვეყნის ევროპულ კურსს უქმნის, ხაზგასმულია ქართველი ხალხისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა.